ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 11:49 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
13°C clear sky

სომხეთის ხელისუფლება რუსეთს ჰპირდება, რომ პუტინს ჰააგის სასამართლოს არ გადასცემს – „პრავდა“

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აკობ არშაკიანის განცხადებით, ერევანმა მოისმინა რუსეთის შეშფოთება რომის სტატუტის რატიფიცირების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ფუნქციონირებს.

სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობამ 2022 წლის დეკემბერში გადაწყვეტილება მიიღო რომის სტატუტთან შეერთების შესახებ –  „აზერბაიჯანის აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიების წინააღმდეგ“ და სწორედ მაშინ დაიწყო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შესწავლა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას და გუნდს არანაირი განზრახვა და სურვილი არ აქვს პუტინის დაკავება სომხეთში მისი ვიზიტის შემთხვევაში მოხდეს.

„გავაფორმეთ შეთანხმება სხვა ქვეყანასთან, რომლის მიხედვითაც რომის სტატუტი გავლენას არ მოახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ასეთი რამ შეიძლება რუსეთთანაც იყოს. ერთი რამ ცხადია: ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის ფედერაციის მიერ გამოთქმული შეშფოთება და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ, რომ რომის სტატუტთან დაკავშირებული შემდგომი პროცესის უზრუნველყოფა არ დააზარალებს სტრატეგიულ ურთიერთობებს სომხეთსა და რუსეთს შორის“, – აცხადებს აკობ არშაკიანი.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის 17 მარტს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. პუტინი ბრალდებულია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციაში.

პუტინი მესამე ქვეყნის ლიდერია, რომლის დაკავებასაც საერთაშორისო სასამართლო ითხოვს. მანამდე ასეთივე ორდერები სუდანის ლიდერის ომარ ალ-ბაშირისა და ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის დაკავებაზე გაიცა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები