ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 16:59 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
19°C clear sky

სომხეთში რუსი ჯარისკაცების ყოფნა ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან არსებული კონფლიქტის პირობებში მოსკოვის ურეაქციობის გამო, სომხეთში რუსი ჯარისკაცების ყოფნა ქვეყნის უსაფრთხოებაზე დადებითად არ აისახება.

მისივე თქმით, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობას აზერბაიჯანი დასავლეთის ქვეყნებთან საუბრისას თავის არგუმენტად იყენებს იმ მოტივით, რომ ერევანი და მოსკოვი ბაქოს წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს ამზადებენ.

„ბოლო დროს აზერბაიჯანი თავის აგრესიულ ქმედებებს დასავლეთის ქვეყნებთან კომუნიკაციის დროს ასე ხსნის: გვაქვს შიში, რომ სომხეთი და რუსეთი ერთობლივ აგრესიულ ქმედებებს ამზადებენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ და ჩვენ პრევენციულ ქმედებებს ვატარებთ.

ყველამ ვიცით, რომ ეს აბსურდია, მაგრამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს განცხადება დასავლეთისთვის გარკვეულ ინტერესს იწვევს. სომხეთში ჩვენი რუსი პარტნიორების ურეაქციობის გამო, ადგილზე მათი  სამხედრო ყოფნა არამარტო არ იძლევა სომხეთის უსაფრთხოების გარანტიას, არამედ პირიქით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები