ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 19:19 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
26°C clear sky

სოზარ სუბარი: „ქართული ოცნების“ ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა „ხალხის ძალის“ გარეშე, თუმცა ჩვენ ვრჩებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად

ჩვენ ვრჩებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად, თუმცა ჩვენ გარეშე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა უკვე აქვს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„უმრავლესობის ფრაქციას რაც შეეხება, „ხალხის ძალის“ გარეშე ფრაქციას უმრავლესობა უკვე აღარ აქვს, რადგან „ქართულ ოცნებაში“ დარჩა 75 დეპუტატი. თუმცა ჩვენ ვრჩებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები