ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 27, 2025 04:58 საათი

თბილისი

Jul 27 - Sun
Tbilisi, GE
23°C clear sky

ტაივანმა ჩინეთის მიერ შეთავაზებული მოდელი „ერთი ქვეყანა – ორი სისტემა“ უარყო

ტაივანმა უარყო ჩინეთის მიერ შეთავაზებული მოდელი „ერთი ქვეყანა – ორი სისტემა“, რომელიც ჩინეთთან ტაივანის გაერთიანებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, საკუთარი მომავალი განსაზღვროს“, – განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯოან ოუმ.

მისი თქმით, ტაივანი  ეწინააღმდეგება „ერთი ქვეყანა – ორი სისტემის“ იდეას.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ჩინეთი აშშ-ის პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს იყენებდა, ტაივანის ხალხის დასაშინებლად.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. პელოსი აშშ-ის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებიდან პირველია ბოლო 25 წლის განმავლობაში, ვინც ტაივანს ეწვია. ვიზიტმა ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის