ტელეკომპანია სეზონი

მაისი 10, 2024 10:25 საათი

თბილისი

მაი 10 - პარ
Tbilisi, GE
13°C broken clouds

ტელეკომპანია “სეზონის დამფუძნებლის”, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში ახალგაზრდებს შორის

6-9 ივლისს გორის სპორტის სასახლეში გაიმართება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში ახალგაზრდებს შორის.
 შეჯიბრებაში, რომელიც წელს მეცამეტედ ტარდება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა მოკრივეები უნგრეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.
მონაწილენი პირველობისათვის იბრძოლებენ 13 წონით კატეგორიაში.
შეჯიბრება დაიწყება 6 ივლისს, ამავე დღეს 12 საათზე გაიმართება გახსნის ცერემონია. 7 ივლისს ჩატარდება მერვედფინალური, 8 ივლისს კი ნახევარფინალური შეხვედრები.
ფინალურ ორთაბრძოლებს, 9 ივლისს 13 საათიდან უმასპინძლებს გორის სპორტის სასახლე.
შეჯიბრების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.

გიორგი კანდელაკის სხვა სიკეთეებთან ერთად მისი მიღწევები შემდეგია:
  • მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე პრიზიორი (1994).
  • მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992).
  • ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, პირველი ორი ბრძოლის მოგების შემდეგ მესამე წრეში კუბელ ფელიქს სავონთან დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა). 
  • 1998 წლიდან პროფესიონალურ კრივში გადავიდა.
  • მსოფლიოს ჩემპიონი WBU-ის ვერსიით (2002, 2003). პროფესიონალურ რინგზე გამართა 24 ბრძოლა და ყველა მოიგო (18 — ნოკაუტით).
  • საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1997). საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი (2002-იდან).
  • ღირსების ორდენის კავალერი (1997).
  • სპორტული კლუბის „ჩემპიონი“ დამფუძნებელი (1999).
გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები