ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 23:39 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
12°C clear sky

თუ ფხენიანი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ეს ჩრდილოეთ კორეის დასასრული იქნება – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრებმა ლოიდ ოსტინმა და ლი ჩჟონ სოპმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ აშშ-ზე ან მის მოკავშირეებზე ნებისმიერი თავდასხმა ბირთვული იარაღის გამოყენებით არის სრულიად მიუღებელი და ამას კიმ ჩენ ინის რეჟიმის დასასრული მოჰყვება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

განცხადება აშშ-ის და სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებების ხელმძღვანელებმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

ასევე მინისტრები შეთანხმდნენ, რომ  სამხრეთ კორეაში ამჟამად მიმდინარე წვრთნები გაგრძელებული იქნება.

ეს განცხადება ამერიკის და სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების სულ უფრო ინტენსიური გაშვების ფონზე გააკეთეს. ამ რაკეტებს ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ და ისინი აშშ-ის ჰავაის შტატამდე აღწევენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები