ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 18:32 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
18°C broken clouds

ბელარუსში აცხადებენ, რომ უკრაინის დრონი ჩამოაგდეს, რომელიც სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა

ბელორუსის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ გომელის რეგიონში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რომელიც მათივე მტკიცებით, სადაზვერვო მასალების მოსაპოვებლად გამოიყენებოდა.

ბელორუსის სასაზღვრო კომიტეტის მტკიცებით, უკრაინა-ბელარუსის საზღვრიდან 1 კილომეტრში მოხდა. მათივე თქმით, ბელორუსის სასაზღვრო რაზმმა დრონი დროულად ჩამოაგდო.

„დრონის მეხსიერების ბარათის მონაცემების ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ მისი გაშვების ფაქტი უკრაინის ტერიტორიიდან მოხდა. დადგინდა, რომ უკრაინული მხარე ე.წ. კვადროკოპტერს იყენებდა. აღმოჩენილი ფოტოებისა და ვიდეოების შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ დრონი აღჭურვილი იყო ინფრაწითელი ხედვის სისტემით და გამოიყენებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების და ასევე, ბელორუსის ტერიტორიაზე საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებების დაზვერვისთვის“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები