ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 10:09 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
8°C clear sky

თუ თურქეთის ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა, ის რუსეთს სანქციებს დაუწესებს – ერდოღანი

იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა, ის რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას kommersant.ru ავრცელებს.

არდოღანის თქმით, ის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ დაუშვებს. „ოპოზიცია ამბობს, რომ დასავლეთის სანქციებს შეუერთდება. ჩვენ კი ვამბობთ, რომ თურქეთის იმას გააკეთებს, რაც ჩვენ გვსურს და არა იმას, რასაც დასავლეთი მითხოვს, ჩვენს პოლიტიკაში ეს არასოდეს იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანი ასევე ამბობს, რომ არ დაუშვებს, რომ თურქეთის ოჯახის ინსტიტუტმა ადგილი ლგბტ საზოგადოებას დაუთმოს. მან ასევე ოპოზიცია ქურთ ექსტრემისტებთან კავშირში დაადანაშაულა.

ცნობისათვის, 14 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმათა 49,51% მიიღო, ხოლო მისმა ძირითადმა კონკურენტმა ქემალ კილიჩდაროღლუმ – 44,88%. ამის გამო დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, რომელიც 28 მაისს გაიმართება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები