თურქეთის ხელისუფლებამ დღეს, 30 ოქტომბერს, დაიწყო მოლაპარაკება რუსეთთან „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების შესახებ, საიდანაც იგი გუშინ, 29 ოქტომბერს, გამოვიდა.
Bloomberg-ი თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მოლაპარაკებები შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის სტატუსზე, ორშაბათამდე, 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ არსებობს ოპტიმისტური განწყობის საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა გავიდეს შეთანხმებიდან „განუსაზღვრელი ვადით“.
29 ოქტომბერს რუსებმა განაცხადეს, რომ ისინი წყვეტენ მონაწილეობას „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებების განხორციელებაში ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემების წინააღმდეგ სავარაუდო „ტერორისტული აქტის“ გამო.