ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 19:04 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

ტრამპის წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

აშშ-ის კონგრესის სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი  კაპიტოლიუმის შტურმის საქმეს იძიებს,  რეკომენდაცია შეიმუშავა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ამის შესახებ NEXTA Live იუწყება.

კომიტეტი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე  ამბოხების, სახელმწიფო ორგანოების მუშაობის შეფერხების და მთავრობის შეცდომაში შეყვანის მიზნით შეთქმულების მუხლებით აღძრას.

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ამ დონის პირველი პოლიტიკოსია, ვისაც შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი წაუყენონ.

ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპის რადიკალურად განწყობილი მომხრეები მის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების წაგების შემდეგ ვაშინგტონში კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც სენატის და წარმომადგენელთა პალატის ერთობლივი სხდომა ტარდებოდა. ამ სხდომაზე კონგრესმენები და სენატორები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.

შტურმის დროს სხდომა შეჩერდა, ხოლო სენატის და კონგრესის წევრები ევაკუირებულები იყვნენ.

შეტაკების დროს 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაიღუპა. კაპიტოლიუმზე კონტროლის დამყარება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი. თავდასხმის შემდეგ 50 ადამიანი დააკავეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები