ტელეკომპანია სეზონი

მაისი 17, 2024 14:59 საათი

თბილისი

მაი 17 - პარ
Tbilisi, GE
18°C clear sky

ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

ევროკავშირის ლიდერებმა ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. „ბოსნია-ჰერცეგოვინას დღეს მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ძლიერი სიგნალი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მკაფიო მოლოდინი ახალი ხელისუფლებისგან, რომ განახორციელონ რეფორმები”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის მინიჭებაზე კვირის დასაწყისში შეთანხმდნენ. ამ დროისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭებული აქვთ ალბანეთს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას, მონტენეგროს, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები