აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს ბირთვული იარაღის ტესტირების დაწყების დავალება მისცა.
„სხვა ქვეყნების მიერ ტესტირების პროგრამების განხორციელების გამო, მე დავავალე ომის დეპარტამენტს, რომ ჩვენი ბირთვული იარაღის ტესტირება თანაბარ საფუძველზე დაიწყოს. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, ამჟამად შეერთებულ შტატებს „ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს“. „რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი კი დიდი სხვაობით მესამეზე. თუმცა ის ხუთ წელიწადში დაგვეწევა“, – დასძინა ტრამპმა.