ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 9, 2024 17:24 საათი

თბილისი

აპრ 9 - სამ
Tbilisi, GE
17°C clear sky

„ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ“ – სააკაშვილი ბილ ბროუდერს მიმართავს

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს მიმართავს და სთხოვს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს.

„ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა, დავეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში წინასწარ, ფატალური შედეგის მოლოდინის გარეშე. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და რაც მათ გამოარჩევს არის დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია პუტინის უძლეველობის რწმენასთან. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი სურვილია ვიცოცხლო მის დასასრულამდე. ამასობაში ჩემი ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირალები უბრალოდ დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური პოტენციალით, მებრძოლი სულით და ფართო კონტაქტებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები