ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 27, 2024 06:24 საათი

თბილისი

Nov 27 - Wed
Tbilisi, GE
4°C overcast clouds

უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო, რადგან ის დამოკიდებული გახდა დასავლეთის მხარდაჭერაზე, კერძოდ, აშშ-ის ნებაზე – ვიქტორ ორბანი

გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო, რადგან ის დამოკიდებული გახდა დასავლეთის მხარდაჭერაზე, კერძოდ, აშშ-ის ნებაზე.

ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის რაც შეიძლება მალე შეწყვეტას.

„თუმცა, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რისი გაკეთება სურთ ამერიკელებს. უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო. მათ არ აქვთ ფული. მათ არ აქვთ იარაღი. მათ შეუძლიათ ბრძოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათ დასავლეთში ვუჭერთ მხარს. ასე რომ, თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ სურთ მშვიდობა, იქნება მშვიდობა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

„ვფიქრობ, როგორ იბრძვიან უკრაინელები ფრონტის ხაზზე და ჩვენ მათ ფინანსურად, ინფორმაციით, ინსტრუმენტებით ვუჭერთ მხარს და მათ შეუძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ომი მოიგონ, არის სიტუაციის არასწორად გაგება. შეუძლებელია. მე ვსაუბრობ ომის დასრულებაზე და პრობლემა ის არის, რომ უკრაინელებს რუსებზე ადრე ამოეწურებათ ჯარისკაცები და ეს იქნება გადამწყვეტი საბოლოო ფაქტორი“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინელების გადარჩენის ერთადერთი გზა რუსებთან მოლაპარაკებების დაწყებაა, უსაფრთხოების არქიტექტურაზე შეთანხმება და უკრაინის ადგილის პოვნა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები