ტელეკომპანია სეზონი

მაისი 18, 2025 13:26 საათი

თბილისი

May 18 - Sun
Tbilisi, GE
24°C overcast clouds

უკრაინაში, სამი მილიონი მოსწავლე სკოლას დაუბრუნდა

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის გამო გამოცხადებული იძულებითი შესვენების შემდეგ, სკოლაში თითქმის 3 მილიონი მოსწავლე დაბრუნდა, – ამის შესახებ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სერხი შკარლეტმა განაცხადა.

„საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების განათლების განყოფილებების ოპერატიული მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ზოგადი საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება დისტანციურ ფორმატში მუშაობს. 500-ზე მეტ სკოლაში არდადეგები მიმდინარეობს, ხოლო 2 400-ზე მეტ სკოლაში სასწავლო პროცესი, საომარი მდგომარეობის გამო, შეჩერებულია. 21 მარტის მდგომარეობით, სწავლა თითქმის 3-მა მილიონმა მოსწავლემ დაიწყო. დღეს დროებით იძულებით გადაადგილებული სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც სკოლებს სხვა ოლქებში შეუერთდნენ, თითქმის 44 000-ს აღწევს“, – განაცხადა სკარლეტმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის