რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინელი ქალებისთვის რეალური საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ ევროპიდან მოდის, სადაც, მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები.
ზახაროვას მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, ოლენა ზელენსკამ, უკრაინის ყოფილმა ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ლუდმილა დენისოვამ და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პრამილა პატენმა უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს რუსი სამხედროები უკრაინელი ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაში და მათი სიტყვები ტყუილი აღმოჩნდა.
„უკრაინელ ქალებს რეალური საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ ევროპიდან ემუქრებათ. შვედეთის თანასწორობის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც პირდაპირ წერია, რომ უკრაინელი ლტოლვილები სულ უფრო ხშირად ხდებიან სუტენიორობისა და სექსუალური მონობის მსხვერპლი“, – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.