ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 20:46 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
21°C few clouds

შვედეთმა თურქეთს „ქურთთა მუშათა პარტიის“ წევრობისთვის გასამართლებული პირი გადასცა

შვედეთმა თურქეთში „ქურთთა მუშათა პარტიის“ წევრობისთვის გასამართლებული პირის ექსტრადირება განახორციელა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

მაჰმუდ ტატს თურქეთში 6 წლით და 10 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის სტამბოლში ჩაიყვანეს, რის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

„ქურთთა მუშათა პარტია“ თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება. ივნისის ბოლოს თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა უსაფრთხოების საკითხებზე  შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით ეს ორი სკანდინავიური ქვეყანა ქურთთა მუშათა პარტიის და მისი წევრების მხარდაჭერაზე უარს აცხადებს. ანკარამ შვედეთს 30 პირის ექსტრადირება მოსთხოვა.

სანაცვლოდ ანკარამ განაცხადა, რომ ნატოში შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების საკითხზე ის ჰელსინკისთან და სტოკჰოლმთან მოლაპარაკებებს გამართავს.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ მიიღეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები