უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი ბრძანების შემდეგ აღიძრა.
უკრაინელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ოკუპანტების არ ეშინია.
რუსეთში გახსნილ საქმეზე ჟურნალისტმა იუთუბის არხზე “Visiting Gordon” კომენტარი გააკეთა.
“ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა რუსეთის ფედერაციისგან ამ სისხლის სამართლის საქმის მიღება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მე პატიოსნად ვასრულებ ჩემს სამოქალაქო და ადამიანურ მოვალეობას…”, – განაცხადა გორდონმა.
ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ ის უკრაინაში იყო, არავის ემალებოდა და ოკუპანტების არ ეშინოდა.
“რუსეთის ფედერაცია – თქვენი ჯარები კლავენ ჩვილებს, ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს. თქვენი ჯარები ბომბავს უკრაინის საავადმყოფოებს და სამშობიარო სახლებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს… მარიუპოლიდან, ხარკოვიდან, ჩერნიგოვიდან, პრაქტიკულად, არაფერია დარჩენილი. აყვავებული ლამაზი უკრაინის სხვა ქალაქები, უკრაინა, რომელსაც არაფერი დაუშავებია რუსეთისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა გორდონმა.