ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 00:41 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
17°C scattered clouds

უკრაინის გენშტაბი: სასტიკი ბრძოლები რამდენიმე მიმართულებით გრძელდება, ფრონტზე 71 საბრძოლო შეტაკება მოხდა

რუსი ოკუპანტები წინ მიიწევენ რამდენიმე მიმართულებით, ავიაციის გამოყენებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ოპერატიული ვითარება კვლავ რთულია და დღის განმავლობაში ფრონტზე 71 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გენშტაბის მონაცემებით, ავდიივკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლის 17 თავდასხმა ნოვობახმუტივკას, სტეფოვოის, ავდიივკას აღმოსავლეთით. კიდევ 10 – დონეცკის ოლქის ნეველსკის და პერვომაისკის რაიონებში.

„კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის 11 შეტევა სინკოვკას მახლობლად, სადაც ოკუპანტები ავიაციის მხარდაჭერით ცდილობდნენ გაერღვიათ უკრაინის ჯარების დაცვა.

მესიჯში ნათქვამია, რომ მარიინსკის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ დამპყრობლის შეკავებას. აქ ოკუპანტმა ავიაციის მხარდაჭერით 9 წარუმატებელი შეტევა განახორციელა უკრაინელი დამცველების პოზიციებზე.

ასევე ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის 8 თავდასხმა ბოგდანოვკას, ივანოვსკის, კლიშჩიივკას და ანდრიივკას მახლობლად. ოკუპანტებმა განახორციელეს ავიადარტყმები ნიუ-იორკის მინკივკას, დრუჟბას დასახლებების რაიონებში“, – აცხადებენ გენშტაბში.

გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ლიმანის მიმართულებით ოკუპანტი, ავიაციის მხარდაჭერით, ცდილობდა გაერღვია უკრაინული ჯარების დაცვა. თავდაცვის ძალებმა მოიგერია მოწინააღმდეგის 3 თავდასხმა დონეცკის ოლქის აღმოსავლეთით.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები