ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 12, 2025 03:43 საათი

თბილისი

Jul 12 - Sat
Tbilisi, GE
22°C clear sky

უკრაინის შსს-მ რუსეთის პატრიარქზე ძებნა გამოაცხადა – RIA Novosti

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა. ამის შესახებ RIA Novosti უწყების მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ანკეტაზე დაყრდნობით წერს.

„უკრაინის შსს-ს მონაცემთა ბაზის მიხედვით, პატრიარქ კირილს უკრაინის უშიშროების სამსახური ეძებს და ის ძებნილთა სიაში 11 ნოემბრის შემდეგ არის, ანკეტაში კი ინფორმაცია 15 დეკემბერს განახლდა. იქ ასევე მითითებულია აღკვეთის ღონისძიება – დაკავება. ძებნილის ანკეტას დართული აქვს პატრიარქის ფოტო და მისი  ერისკაცობის სახელი ვლადიმერ გუნდიაევი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის