ტელეკომპანია სეზონი

თებერვალი 5, 2023 20:02 საათი

თბილისი

თებ 5 - კვი
Tbilisi, GE
3°C clear sky

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საკვების შეძენის ბრალდების ფონზე, თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

„უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დღეს მხარი დაუჭირა ვიაჩესლავ შაპოვალოვის მოთხოვნას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და შესაბამისი წინადადება წარუდგინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კერძოდ, მათივე ინფორმაციით, შაპოვალოვმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფაზე, „ითხოვა სამსახურიდან გაათავისუფლონ, რათა საფრთხე არ შეექმნას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტაბილურ მომარაგებას, კვების სერვისების შეძენასთან დაკავშირებული ბრალდებების კამპანიის შედეგად“.

„მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადება მისი გათავისუფლების შესახებ ღირსეული ქმედებაა ევროპული და დემოკრატიული პოლიტიკის ტრადიციებში და იმის დემონსტრირებაა, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა თუ სკამზე მაღლა დგას“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ასეთი ნაბიჯი შეინარჩუნებს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას და უზრუნველყოფს ობიექტურობას დამატებითი დაზუსტებისა და შესაძლო გამოძიების დროს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები