უნგრეთი ვეტოს დაადებს, თუ ევროკავშირი სანქციებს დააწესებს რუსეთის ენერგორესურსებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ღირს უნგრეთის მოქალაქეების ენერგომომარაგების საკითხებზე ფილოსოფოსობა.
„ევროპის ერთიანობის შესანარჩუნებლად მე ვთხოვე ჩემ თანამემამულე მინისტრებს, არ შემოიღონ სანქციების ინიციატივები, რომლებმაც შეიძლება შეზღუდონ რუსეთიდან ენერგიის მიწოდება ან საერთოდ შეაჩერონ ისინი. რადგან ევროკავშირის ერთიანობა, რა თქმა უნდა, არ შედგება . ჩვენ არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ სანქციებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას უნგრეთის ენერგომომარაგებას“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი არ მიაწოდებს იარაღს კიევს და არ დაუშვებს ლეტალური იარაღის ტრანზიტს მისი ტერიტორიით. გარდა ამისა, ბუდაპეშტი უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის შემოღების წინააღმდეგია.