ტელეკომპანია სეზონი

თებერვალი 15, 2025 16:19 საათი

თბილისი

Feb 15 - Sat
Tbilisi, GE
10°C clear sky

USAID უკრაინაში ყველა პროექტს აჩერებს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ბრძანება მიიღო უკრაინაში ყველა პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით. სააგენტოს ეს განკარგულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გადასცა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

გადაწყვეტილება მიღებულია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გეგმის მიხედვით, რომლითაც უცხოური დახმარების უდიდესი ნაწილი 90 დღით ჩერდება. საუბარია ახალი გრანტების გამოყოფაზე.

უკრაინაში USAID მხარს უჭერს სკოლების აღდგენას, სამედიცინო დახმარებას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის რემონტს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუბიოს ეს დირექტივა სამხედრო დახმარებას არ ეხება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ გასცა განკარგულება, რომლის მიხედვით უცხოური დახმარება შეჩერებული იქნება იქამდე, ვიდრე დადგინდება შეესაბამება თუ არა ის აშშ-ის მიერ აღებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

აშშ მსოფლიოში ფინანსური დახმარების უმსხვილესი დონორია. 2023 წელს ვაშინგტონმა ამ მიზნებისთვის 72 მლრდ დოლარი გამოყო.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის