„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია აცხადებს, რომ ოპოზიცია კვლავ ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას საერთაშორისო პარტნიორებთან.
„ოპოზიციას აქვს მცდელობა, კვლავ განაგრძოს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.
მათ შორის, ამ მცდელობის ერთ-ერთი ნაწილია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს დელეგაციას შეუწყდეს წევრობის უფლება, თუმცა ჩვენ პარალელურად თვალს ვადევნებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ანუ PACE-ს მონიტორინგის დელეგაცია საქართველოში იყო ვიზიტით და მან ობიექტურად და პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე მოვლენები.
რაც ცხადია, არის იმის გამოხატულება, რომ ეს ორგანიზაცია აგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი“, – აღნიშნავს ვახტანგ ჩოჩია.