ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 8, 2024 20:09 საათი

თბილისი

აპრ 8 - ორშ
Tbilisi, GE
10°C overcast clouds

ვერავინ გაბედავს ქვეყანაში არეულობასა და სისხლის ღვრას – კახა კალაძე

ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, არჩევნების გზით ვერ გაიმარჯვებენ და რჩებათ ერთადერთი გზა – ქვეყანაში არეულობა მოაწყონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის ნაწილის განცხადებების შეფასებისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები რევოლუციური პროცესებისთვის მზადყოფნაზე ყველა არჩევნების წინ საუბრობენ, თუმცა ქვეყანაში არეულობას და სისხლის ღვრას ვერავინ გაბედავს.

„ეს სიახლე არაა. ჩვენ ვიცით მათი ზრახვები. ყველა არჩევნების წინ ვისმენთ მსგავს განცხადებებს. ოპოზიციის წარმომადგენლები არც ისეთი სულელები არიან და ძალიან კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით გამარჯვებას ვერ შეძლებენ. რჩებათ ერთადერთი გზა – ქვეყანაში არეულობა მოაწყონ. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, რომ არავის არაფერი გამოუვა და ვერავინ გაბედავს არეულობის შემოტანას, დაპირისპირებას და სისხლის ღვრას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„როგორ შეიძლება ქართველმა, ღირსეულმა, თავის სამშობლოზე შეყვარებულმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელსაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს?! ეს ადამიანები დაკავებული არიან ქვეყნის მტრობით, ჯერ ბრიუსელში დარბოდნენ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ გაგვეფორმებინა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეეჩერებინათ. შემდეგ კი ცდილობდნენ, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეთ?!“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები