ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 9, 2025 22:49 საათი

თბილისი

Sep 9 - Tue
Tbilisi, GE
24°C overcast clouds

ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს არ შედის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში – დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე გმობს საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას.

როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი ქმედება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში არ შედის.

„ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს არ შედის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში! საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება – „არ წავიკითხავ, შეურაცხყოფას მივაყენებ სხვას და დროშას დავხევ…“ და სხვა მსგავსი შინაარსის მოწოდებები და ქმედებები მიუღებელია და აზიანებს სახელმწიფოს იმიჯს!“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

ცნობისთვის, „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს. „ალტინფოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტთან, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და ფეხით გათელვის შემდეგ, მას ცეცხლი წაუკიდეს.

„ალტინფოს“ წევრები  საპროტესტო აქციას სააკაძის მოედანზე, ტექნიკურ უნივერსიტეტთან მართავდნენ, ხოლო შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის