ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 08:00 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
14°C clear sky

ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს – ანალენა ბერბოკი საქართველოში ვიზიტზე

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბერბოკი გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

„საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირი მკაფიო მიზნად აქვს განსაზღვრული. ბოლო კვირების განმავლობაში, მათ თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ,  როდესაც ისინი მართავდნენ დემონსტრაციებს პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.

ჩვენ ვხედავთ ქვეყნის გადახვევის მცდელობებს პროევროპული კურსიდან, რასაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან. ვესაუბრები თბილისში მთავრობას იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გადადგას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად“, – აცხადებს ბერბოკი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 23-24 მარტს საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები