ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 18, 2025 07:25 საათი

თბილისი

Apr 18 - Fri
Tbilisi, GE
9°C overcast clouds

ვწუხვარ, რომ რუსული ნავთობი ახლა უფრო მნიშვნელოვანია უნგრელი პოლიტიკოსებისთვის, ვიდრე უკრაინული სისხლი-ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოხოვა “ვიშეგრადის ჯგუფის” ქვეყნების (ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი) თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე დასწრებაზე უარს აცხადებს, რომელიც უნგრეთში უნდა გაიმართოს.

„მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი V4-ს და ძალიან ვწუხვარ, რომ იაფი რუსული ნავთობი ახლა უფრო მნიშვნელოვანია უნგრელი პოლიტიკოსებისთვის, ვიდრე უკრაინული სისხლი“, – წერს იანა ჩერნოხოვა ტვიტერზე.

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უნგრეთში მომავალ კვირას არჩევნები იმართება და არ სურს, კამპანიაში მონაწილეობის მიღება.

ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერენ თუ არა მხარს მის გადაწყვეტილებას სლოვაკეთისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები.

“ვიშეგრადის ჯგუფის” ქვეყნების სამიტი უნგრეთში, 3 აპრილს უნდა გაიმართოს.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის