ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 28, 2024 19:45 საათი

თბილისი

აპრ 28 - კვი
Tbilisi, GE
26°C clear sky

Yandex შესაძლოა, უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდეს

უკრაინაში კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NAZK) სანქციების დაწესების კანდიდატთა სიაში Yandex-ის არაერთი შვილობილი კომპანია შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია NAZK-ის ვებგვერდზე ვრცელდება.

როგორც განცხადებაში აღნიშნავენ, Yandex რუსეთის ფედერაციაში მუშაობს და მნიშვნელოვან გადასახადებს იხდის აგრესორის სახელმწიფო ბიუჯეტში. ასევე წერენ, რომ კომპანიის სერვისები დიდი ხანია რუსული პროპაგანდისთვის მუშაობენ და მჭიდროდ თანამშრომლობენ FSB-თან, რაც მათ მომხმარებლის პირადი მონაცემების მთელ რიგზე აძლევს წვდომას.

„იანდექსი არ გახდა „სახელმწიფოზე დამოკიდებული“, არამედ თავიდანვე შეიქმნა, როგორც რუსეთის ხელისუფლების ინტერესების ერთ-ერთი ელემენტი. ის რჩება ძლიერ პროპაგანდისტულ იარაღად რუსული ტელეარხების ანალოგიურად. Yandex მონაცემთა ბაზები ინახება რუსეთის ფედერაციაში მდებარე სამ დიდ მონაცემთა ცენტრში. FSB-ს აქვს მათზე წვდომა მთელი საათის განმავლობაში და საკმაოდ ოფიციალურად. ვფიქრობ, ყველას გვესმის, რომ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე აქ საუბარი არ შეიძლება“, – თქვა NAZK-ის თავმჯდომარე ალექსანდრე ნოვიკოვმა.

NAKC-მა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და სხვა პასუხისმგებელ ორგანოებს, Yandex-ის კომპანიების წინააღმდეგ სანქციების გამოყენების შესახებ წინადადებები უკვე წარუდგინა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები