ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 4, 2025 17:40 საათი

თბილისი

Sep 4 - Thu
Tbilisi, GE
32°C broken clouds

ზელენსკი ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა ნატოში ახლა მიიწვიოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდა, მოიწვიოს უკრაინა ნატოში ახლა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ომის შემდეგ მოხდება.

ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი გადაწყვეტილების მიმღებია უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე.

„ის [ჯო ბაიდენი] მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატოში, მაგრამ ახლა მოწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის დიდი მოტივატორი იქნება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ მას ესმის, რომ უკრაინა „არ იქნება ნატოში ომის დასრულებამდე“.

„ჩვენ ყველაფერი გვესმის. მაგრამ ეს სიგნალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა მან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის