რუსეთი აძლიერებს კონტროლს ბელორუსის სამხედრო აეროდრომებზე. კერძოდ, დაგეგმილია, რომ მაჩულიშჩის ავიაბაზა გახდეს რუსული ჯარების ლოგისტიკური ცენტრი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა განაცხადა.
„მაჩულიშის, ბარანოვიჩის, ლუნინეცის აეროდრომების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის დამატებით აღჭურვილობაზე მუშაობა გრძელდება. პარალელურად იგეგმება მაჩულიშჩის გადაკეთება რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის მთავარ ლოგისტიკურ კერად“, – განაცხადა გრომოვმა.