ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 29, 2024 19:01 საათი

თბილისი

აპრ 29 - ორშ
Tbilisi, GE
27°C clear sky

ბელორუსია აპირებს მაჩულიშჩის აეროდრომი რუსეთის ჯარების ლოგისტიკურ კერად აქციოს – უკრაინის გენშტაბი

რუსეთი აძლიერებს კონტროლს ბელორუსის სამხედრო აეროდრომებზე. კერძოდ, დაგეგმილია, რომ მაჩულიშჩის ავიაბაზა გახდეს რუსული ჯარების ლოგისტიკური ცენტრი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა განაცხადა.

„მაჩულიშის, ბარანოვიჩის, ლუნინეცის აეროდრომების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის დამატებით აღჭურვილობაზე მუშაობა გრძელდება. პარალელურად იგეგმება მაჩულიშჩის გადაკეთება რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის მთავარ ლოგისტიკურ კერად“, – განაცხადა გრომოვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები