ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 15:24 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

საქართველში სამხედრო გადატრიალების საფრთხე რეალური ხდება – ლაშა ამირეჯიბი

მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან მალე, 2 ან 3 კვირაში, დიდი შეტაკებები იგეგმება ურაინაში, რასაც უკრინელები ვერ გაუძლებენ და შესაძლოა მოყვეს პოზიციების დათმობა სამწუხაროდ!.

ინფორმიერბული წყაროები ირწმუნებიან, რომ 3 ან 4 თვეში ყველაფერი დასრულდება. სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციით ამერიკელებმა უკვე კომისია გაგზავნეს უკრაინაში მათი მხრიდან გაწეული ხარჯების დასთვლელად. ეს იმას ნიშნავს, რომ დარღვევების შემთხვევაში (დარღვევებს კი უეჭველად იპოვნიან) ამერიკა უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის ან დროებით შეუჩერებს რასაც შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყვეს. მიუგდებენ რუსებს ბოლომდე საჯიჯგნად უკრაინას და ამით დაამთავრებენ… ამერიკელთა ამგვარი საქციელი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, არაერთხელ აქვთ გაკეთებული მსოფლიოში. აშშ-ს მიზეზი სჭირდება.

რა ხდება ამ დროს საქართველოში? მთავარი ოპოზიციური ძალის, ,,ნაციონალური მოძრაობის“, თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილს ირჩევენ. ხაბე “ბინძური პირის” პატრონია ყველაფერზე წამსვლელი. ასე თვლიან აშშ-ს, ინგლისისა და უკრაინელების სპეცსამსახურები. ხაბე უნდა აყვირონ, ხშირად მიიწვიონ ტელევიზიებში და გააპიარონ. ხაბეიშვილის ხელით არეულობის წამოწყება იგეგმება. თანაც, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე იაფი შესანახია, დიდად კისერზე არავის დააწვება, კაპიკებს მიუგდებენ და ისიც ,,იყვირებს“.

ამბობენ თემურ ალასანია გავლენების პატრონებმა დროებით გადააყანეს და მართვის სადავეები თავად აიღეს ხელში. არსებობს საშიშროება, რომ წაგებული ომის სამხედროები, განსაკუთებით კი ,,ნაცები“ და მათი უკრინელი ფრონტელი მეგობრები აქეთ, საქართველოსკენ დაიძრებიან და სამხედრო გადატრიალაბის მოწყობას შეეცდებიან. ამ პროცესში ვანოს და კეზერას ფუნქცია ძველი თუ ახალი თანამშრომლების მობილიზაცია-გადაბირებაა: სამხედროების, პოლიციისა და უშიშროების ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება და გადატრიალებაში მონაწილეობა.

უკრაინის დამარცების შემთხვევაში ზელენსკის ამერიკელები წაიყვანენ.ან სადმე გადამალავენ. ამ არეულიბასა და გადარტიალების მცდელობაში ზელენსკის ყოფილი თუ მოქმედი ,,მეგორებიც“ არიან დაინტერსებული. მაგალითად არახამია და სხვებიც.

როგორც ცნობილია, არესტოვიჩი გამოეყო მათ. სიტუაციისგან გარიდება და ასე სწრაფად გამოყოფა შემთხვევით არ ხდება. დღეს არესტოვიჩი ცდილობს რიგითი მოქალაქის როლის მორგებას. მან ყველაზე კარგად იცის რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში ხვალ. არ იქნება ურიგო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სულ ცოტა 5.000 -კაციანი ვეტერანების ჯგუფის მობილიზაცია მოახერხოს.

აუცილებელია გაკონტროლდეს საქართველოს საზღვრები რადგან უკრაინაში დარჩენილი და დამარცხებული სამხედროები საქართელოს მოაწყდებიან. 3.000 -დან 5.000 კაცამდე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დავალება შეასრულონ და ხაბესა და მისი მეგობრების წამოწყებული წივილ-კივილი ბოლომდე მიიყვანონ (ვგულისხმობ გადატრიაელბას). ამიტომ ვახსენე საზღვრის დაცვა: აეროპორტები, პორტები, სარფის, წითელი ხიდი, ვალე და სომხეთის საღვარი.

უკრაინაში არსებობს ბევრი სამხედრო დაჯგუფება. ყველაზე მსხვილი დაჯგუფება, როგორც მსმენია, ჰყავს ბატონ ავაქოვს, უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და აგრეთვე ერთ-ერთ მსხვილ მილიარდერს, ბატონ კოლომოისკის. მათი მებრძოლები დღესაც იბრძვიან რუსების წინააღმდეგ… ვ.ზელენსკის ხელისუფლებას ძალიან ეშინია ამ ხალხის და არა მხოლოდ მათი…

უკრაინის დამარცხების შემთხვევაში ვ.ზელენსკისა და მის პოლიტიკურ ჯგუფს უკრაინელი ხალხის რისხვა არ ასცდება.

ამიტომაა, რომ უკრაინის ხელისუფლების ,,მფარველები“ ცდილობენ რამენაირად აიცილონ ზელენსკის და მისი უახლოესი გარემოცვა ამ უბედურებას. მათთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი გახლავთ საქართველოში არეულობის მოწყობა, ხელისუფლების გადაყენება ძალისმიერი მეთოდებით და სააკაშვილის დაბრუნება ქვეყნის მმართველად. გავიხსენოთ სააკაშვილისა და მისი გუნდის დესანტირება უკრაიმაში და მგონი ყველაფერი ნათელი გახდება.

ჩემი ანალიზი გადამოწმებულ ინფორმაციებს, უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს ეყრდნობა. მინდა ჩემი ვარაუდი გავუზიარო საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეს, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ქვეყნის ხვალინდელი დღე.

ლაშა ამირეჯიბი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები