ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 17:13 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

17 მარტს სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა ნეიტრალიტეტის საკითხი და ამის შემდეგ გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან – შალვა პაპუაშვილი

„17 მარტს სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა ნეიტრალიტეტის საკითხი და ამის შემდეგ ისე გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან სოცმედიაში, თითქოს ეს არის განხილვის საკითხი, ვხედავთ რამხელა ემოციებზე გადის მათ შორის მედიაში, არადა, საკითხი საერთოდ არ დგას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დეზინფორმაციული კამპანიის და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მოსახლეობაში გამყარდეს დაბნეულობა.

მისივე თქმით, ჩვენ ვნახეთ მთელი კამპანია, რომელშიც სამწუხაროდ პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართული ოპოზიციის, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან.

„ყველამ ვიცით, რომ დეზინფორმაციული კამპანიის და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მოსახლეობაში გამყარდეს დაბნეულობა. ჩვენ ვნახეთ მთელი კამპანია, რომელშიც სამწუხაროდ პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართული ოპოზიციის მხრიდან, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან. მაგალითად, როდესაც საუბარი იყო რუსულ სკოლებსა თუ სექტორზე, თითქოს პარლამენტმა რაღაც პროექტი განიხილა, პირდაპირ პარლამენტის წევრები ავრცელებდნენ ამ ტყუილს, მეორე – გუშინ თუ გუშინწინ იყო მოქალაქეობის შესახებ კანონში თითქოს რაღაც ცვლილება შედის, პირდაპირ მიმართული დეზინფორმაცია – ესეც ტყუილი, მესამე – რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხი იყო თუ არა, მაშინ კითხვაზე დასმული პასუხი იყო შემდეგი ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომ თუკი სიმართლეა, რაც პრეზიდენტმა თქვა, გამოდის, რომ მას კონსტიტუცია დაურღვევია და ჩვენ ამ საკითხში გავერკვევით.

შემდეგ ხდება ამის ასე შეფუთვა, რაც ასევე ნაწილია დეზინფორმაციული კამპანიის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირების და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევის კუთხით, და ბოლოს ნეიტრალიტეტის საკითხი, რომელიც ასევე ბატონმა გიორგიმ ახსენა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, საიდან დაიწყო. 17 მარტს, სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა ეს საკითხი და იმის შემდეგ ისე გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან სოცმედიაში, თითქოს ეს არის განხილვის საკითხი და ვხედავთ რამხელა ემოციებზე გადის მათ შორის მედიაში, არადა, საკითხი საერთოდ არ დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები