რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ნოემბერში კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტს დაესწრებიან, – ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტის მრჩეველმა ანდი ვიჯაჯანტომ განაცხადა.
„პრეზიდენტმა მითხრა, რომ სი და პუტინი ბალიში ჩამოსვლას გეგმავენ“, – განაცხადა ვიჯაჯანტომ.
აღნიშნული შეხვედრა 2020 წლის იანვრის შემდეგ სი ძინპინისთვის ქვეყნის გარეთ მოგზაურობის პირველი შემთხვევა იქნება.
ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების G20-ის სამიტზე დასწრება მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ამ შეხვედრას შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწროს.
ინდონეზიამ უკვე დაადასტურა, რომ შეხვედრაზე ზელენსკიც მიწვეულია.