ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 01:44 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
9°C clear sky

„გაზპრომი“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას სამი დღით შეაჩერებს

„გაზპრომი “ 3 დღით, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, გაზსადენის „ ჩრდილოეთ ნაკადის “ გავლით გაზის მიწოდებას შეაჩერებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. 

რუსული კომპანია ამჯერად მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ბუნებრივი აირის გადასაქაჩ აგრეგატ Trent 60-ზე ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს.

რუსული მხარის განცხადებით, სამუშაოები Siemens-ის სპეციალისტებთან ერთად განხორციელდება.

„გაზპრომი“ ირწმუნება, რომ ტექნიკური სამუშაოების შემდეგ, გაზის მიწოდება განახლდება დღეში 33 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით. ეს იქნება გაზსადენის გამტარუნარიანობის დაახლოებით 20 პროცენტი.

შეგახსენებთ, რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არქონის გამოც, ევროპას მიწოდების მოცულობა შეუმცირა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის