ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:35 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
16°C clear sky

ინალ არძინბა: აფხაზეთში გამართული საპროტესტო აქციების უკან საქართველოს ხელისუფლება დგას

აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიჭვინთის გამო სოხუმში გამართული საპროტესტო აქციების უკან „არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა დგას“.

მისივე თქმით, საქართველო აფხაზი ახალგაზრდების „შეცდომაში შეყვანას ცდილობს“.

„დღეს ვხედავთ ბიჭვინთის თემის პოლიტიზების პროცესს, რომელშიც გადამწყვეტ როლს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ უკან მდგომი საქართველოს ხელისუფლება თამაშობენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ვრცელდება ქართულ ტელევიზიებშიც, რითაც ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანასა და აფხაზ საზოგადოებაში ანტირუსული დამოკიდებულებების გაღვივებას ცდილობენ“, – განაცხადა არძინბამ.

ცნობისთვის, 8 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩომ თავის საიტზე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების დეტალები გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ობიექტში, რომელიც რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადადის, უძრავი და მოძრავი ქონება შედის მიწის ნაკვეთების და შავი ზღვის აკვატორიის გარდა. აფხაზური მხარე მას რუსეთს უსასყიდლოდ გადასცემს შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, სადაც ობიექტი მდებარეობს და შავი ზღვის აკვატორია, რომელიც ობიექტს ესაზღვრება, ის რუსულ მხარეს იჯარის წესით 49 წლით გადაეცემა. თითოეულ ნაკვეთში გადასახადი 1 რუსულ რუბლს (4,6 თეთრს) შეადგენს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდები „ბიჭვინთის“ აგარაკთან დაკავშირებით შეთანხმების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები