ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებში“, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედეგები აღიარა. ამის შესახებ Reuters-ი ფხენიანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური დირექტორის ჯო ჩოლ სუს სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება.
„რეფერენდუმები ლეგალურად ჩატარდა გაეროს წესდების მიხედვით, რომელიც იცავს ადამიანთა თანასწორობის პრინციპებს და მათ თვითგამორკვევის უფლებას, ლეგიტიმური პროცედურების შესაბამისად, რამაც შესაძლებელი გახადა ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის მცხოვრებთა ნების ასახვა“, – განაცხადა ჯო ჩოლ სუმ.