უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი ილონ მასკის გამოკითხვას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება და თავის ვერსიას სთავაზობს.
„რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობა (ილონ მასკის ვერსიაზე უკეთესი): რუსეთს გაჰყავს ჯარი უკრაინიდან, მოსკოვი უნდა გაიყიდოს ჩინეთზე და გაუჩინარდეს დედამიწიდან, როგორც ეს 1147 წლიდან იყო (იური დოლგორუკის შეცდომამდე), რუსეთი უხდის რეპარაციებს უკრაინას ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა, უკრაინა იბრუნებს თავის ბირთვულ სტატუსს“, – წერს რუსლან სტეფანჩუკი.
მანამდე უკრაინა-რუსეთის თემაზე ილონ მასკმა შემდეგი შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა:
„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:
– ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა.
– ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
– ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
– უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – დაწერა ილონ მასკმა.