საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ საგანგებო განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ნებისმიერი ფრანგი მოგზაურის, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ, არსებობს დაკავების და უსამართლო გასამართლების მაღალი რისკი“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე განცხადებით, ამ კონტექსტში თეირანში საფრანგეთის საელჩოს შესაძლებლობები, უზრუნველყოს ირანში დაკავებული ფრანგების საკონსულო დაცვა, ძალიან შეზღუდულია.