ტელეკომპანია სეზონი

მაისი 17, 2024 16:18 საათი

თბილისი

მაი 17 - პარ
Tbilisi, GE
18°C clear sky

უკრაინამ სამხრეთ კურილის კუნძულები იაპონიის ნაწილად აღიარა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით სამხრეთ კურილის 4 კუნძული, იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ჰაბომაი იაპონიის ტერიტორიაა, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული. ამ გადაწყვეტილებას უმაღლესმა  რადამაც დაუჭირა მხარი. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მან ანალოგიური ნაბიჯები გადადგას. მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება – მხოლოდ დროის საკითხია.

30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“, ასევე ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების შესვლის შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც პუტინის ეს გადაწყვეტილება ცნო, ჩრდილოეთ კორეაა.

სამხრეთ კურილის კუნძულები საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოჩნდა. იაპონია სსრკ-სთან ამ ტერიტორიის მიერთებას უკანონობას უწოდებს. ფორმალურად მხარეებს შორის ამ საკითხზე დიალოგი გრძელდება.

 

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები