ტელეკომპანია სეზონი

მაისი 17, 2024 13:28 საათი

თბილისი

მაი 17 - პარ
Tbilisi, GE
17°C clear sky

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ საგანგებო განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„ნებისმიერი ფრანგი მოგზაურის, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ, არსებობს დაკავების და უსამართლო გასამართლების მაღალი რისკი“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე განცხადებით, ამ კონტექსტში თეირანში საფრანგეთის საელჩოს შესაძლებლობები, უზრუნველყოს ირანში დაკავებული ფრანგების საკონსულო დაცვა, ძალიან შეზღუდულია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები