„მოსკოვმა იცის კიევის გეგმების შესახებ, რომელიც „ბინძური ბომბის“ შექმნას ცდილობს და საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს“. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. ინფორმაციას iz.ru ავრცელებს.
„ჩვენ ვიცით კიევის გეგმების შესახებ, რომელიც „ბინძური ბომბის“ შექმნას ცდილობს და საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს ბირთვული შეიარაღების განთავსებას აპირებს“, – განაცხადა შოიგუმ რუსეთ-ბელარუსის თავდაცვის სამინისტროების კოლეგიის ერთობლივ სხდომაზე.
შოიგუმ, ასევე, გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომელმაც ნატოს ქვეყნებს რუსეთზე პრევენციული ბირთვული დარტყმებისკენ მოუწოდა.