ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 19:56 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
23°C clear sky

ბორის ჯონსონი: არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, გიჟი იქნება, ეს რომ გააკეთოს

არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, გიჟი იქნება, ეს რომ გააკეთოს, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

„ეს [ბირთვული იარაღის გამოყენება] იქნება რუსეთის განცხადება ცივილიზებული ერების კლუბიდან მისი სრული გასვლის შესახებ. სრული კატასტროფა იქნება მისი [პუტინის] ქვეყნისთვის. ის დაკარგავს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში და, რაც მთავარია, ჩინელების მფარველობას“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ომი ყველასგან მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებასა და გამძლეობას.

„აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს, უკრაინელები გაიმარჯვებენ და, საბოლოო ჯამში, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – დასძინა მან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები