ტელეკომპანია სეზონი

მაისი 15, 2024 00:28 საათი

თბილისი

მაი 15 - ოთხ
Tbilisi, GE
9°C clear sky

კალინინგრადთან პოლონეთი მავთულის ღობეს ააშენებს

კალინინგრადთან პოლონეთი მავთულის ღობეს ააშენებს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დროებითი 2,5 მეტრის სიმაღლის ბარიერის მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, კალინინგრადის საზღვარზე ღობის მშენებლობის მიზეზად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები დაასახელა. მანვე გასული წლის შემოდგომის კრიზისზეც მიუთითა, როდესაც ათასობით აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი მიგრანტი პოლონეთში შეღწევას ბელარუსის საზღვრიდან ცდილობდა.

ბლაშჩაკმა დასძინა, რომ კალინინგრადთან ღობე პოლონეთის მიერ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ გასულ წელს აღმართული ბარიერის მსგავსი იქნება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები