ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 11:34 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
12°C clear sky

ყველაზე მეტი ტურისტული შემოსავალი საქართველომ სექტემბერში რუსებისგან მიიღო – ეროვნული ბანკი

2022 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 132,1%-ით გაეზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, წელს სექტემბერში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 375,6 მლნ დოლარს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 161,9 მლნ დოლარი იყო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო. სამეული ქვეყნების ჩამონათვალი შემდეგია:

🇷🇺 რუსეთი – 95,5 მლნ აშშ დოლარი

🇹🇷 თურქეთი – 35,8 მლნ აშშ დოლარი

🇺🇦 უკრაინა – 31,5 მლნ აშშ დოლარი

„2022 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 147.0%-ით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 80.8% შეადგინა და წლიურად 115.7%-ით მოიმატა. აღნიშნულ თვეში, ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად (6-ჯერ) გაიზარდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები