ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 02:50 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
13°C broken clouds

აზერბაიჯანმა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო სამხედრო აგრესია წამოიწყო – სომხეთი

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო სამხედრო აგრესია წამოიწყო.

განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის აგრესიას წინ უძღოდა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრა და ოკუპაცია 2021 წლის მაისსა და ნოემბერში. ამ ქმედებების შედეგად აზერბაიჯანმა დაიკავა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის 150 კვ.კმ.

„აზერბაიჯანი საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში. ამ დღეებში სოციალურ ქსელებში არაერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ აზერბაიჯანი ათავსებს ჯარს და დიდი კალიბრის სამხედრო ტექნიკას სომხეთის სახელმწიფო საზღვართან.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები უნდა გავიდნენ სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან. ჩვენ ველით, რომ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებით დაინტერესებული აქტორები და შესაბამისი მანდატის მქონე ორგანიზაციები ყველა ძალისხმევას გამოიყენებენ იმისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ახალი დესტაბილიზაციისა და ძალის უკანონო გამოყენების მცდელობები ჩვენს რეგიონში“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები