ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 28, 2024 21:23 საათი

თბილისი

აპრ 28 - კვი
Tbilisi, GE
21°C clear sky

კიმ ჩენ ინი: რუსეთი წმინდა ბრძოლაში აუცილებლად მოიპოვებს დიდ გამარჯვებას ბოროტების დასასჯელად

„ახლა, რუსეთი წმინდა ბრძოლაშია ჩართული თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად“, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას მოიპოვებს.

„რუსეთში ჩვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში განხორციელდა. ახლა, რუსეთი წმინდა ბრძოლაშია ჩართული თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად ჰეგემონური ძალების წინააღმდეგ, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გვინდა, მომავალშიც განვავითაროთ ურთიერთობები. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ პუტინის ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ასევე, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს. იმედი მაქვს, მუდამ ერთად ვიქნებით იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

დარწმუნებული ვართ, რომ რუსული არმია და ხალხი აუცილებლად მოიპოვებს დიდ გამარჯვებას წმინდა ბრძოლაში ბოროტების თავყრილობის დასასჯელად“, – ციტირებს Meduza კიმ ჩენ ინის სიტყვებს. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები