ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 03:58 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
12°C broken clouds

ვლადიმერ პუტინი – სომხეთმა ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღიარა – რა უნდა ვთქვათ? სათქმელი არაფერია, თუ თავად სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია

სომხეთის ხელმძღვანელობამ ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი არსებითად აღიარა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„საქმე მხოლოდ კონფლიქტის შედეგებში არაა. საქმე ისაა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ არსებითად აღიარა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, პრაღის განცხადებაში სომხეთმა ეს ქაღალდზე დააფიქსირა.

„ახლა პრეზიდენტი ალიევი მეუბნება: „თქვენ ხომ იცით, რომ სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი ჩვენია, რომ ყარაბაღის სტატუსის საკითხი აღარ არსებობს, ის მოგვარებულია“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს არა რუსეთის, არამედ სომხეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა.

„გვეუბნებიან : და თუ ასეა, მაშინ ახლა ყველა საკითხი, თუ გინდათ რაიმე გააკეთოთ ყარაბაღთან დაკავშირებით, ჩვენთან ერთად ორმხრივად უნდა გადაწყდეს. რა უნდა ვთქვათ? სათქმელი არაფერია. თუ თავად სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია“, – დასძინა პუტინმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები