ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 30, 2024 21:11 საათი

თბილისი

აპრ 30 - სამ
Tbilisi, GE
23°C few clouds

ბელარუსის ქმედებები რუსეთის აგრესიასთან შეიძლება გავაიგივოთ – უკრაინის გენერალური შტაბი

„ბელარუსი უარყოფს მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ თავის საჰაერო სივრცეს უზრუნველყოფს უკრაინის თავდასხმისთვის,“ – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ბელორუსის რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ხელმძღვანელობა აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის უარყოფას, თავისუფლად უზრუნველყოფს ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგებისთვის.

ამავდროულად, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს თავის საჰაერო სივრცეს, მის ტერიტორიას მესამე ქვეყნის წინააღმდეგ დარტყმის განსახორციელებლად, შეიძლება ჩაითვალოს აგრესორად“, – აცხადებს უკრაინული მხარე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები